ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული

​ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესი დასრულებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მიქელაძის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანმა სიამ საბოლოო სახე მიიღო და ფორმირების პროცესი დასრულებულია.
”კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე, არა უგვიანეს მეათე დღისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებები არ შედის, გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა დაბეჭდილი სიები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები