სოციალური პროექტი – “უსახლკაროების ცხოვრება ახალ სახლებში” განხორციელდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადასცეს. მუნიციპალიტეტში დაახლოებით, 300-მდე უსახლკარო ცხოვრობს. მათი პრობლემის პრაქტიკულად გადაჭრის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა  მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ. ყოფილი „სამხედრო ქალაქის“ ტერიტორიაზე არსებული ხუთსართულიანი, მრავალბინიანი სახლის რეაბილიტაციის  გადაწყვეტილება მიიღო.
განხორციელდა საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. კვალიფიციური ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, შენობა მდგრადი აღმოჩნდა. დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. განხორციელდა შენობის ელექტროფიკაცია, დამონტაჟდა ჭაბურღილი. ბინის მცხოვრებლები ლაბორატორიულად შემოწმებული, გაფილტრული სასმელი წყლით მარაგდებიან.
ახალი ბინით 90 ოჯახი დაკმაყოფილდა. ბენეფიციარები მუდმივმოქმედმა კომისიამ შეტანილი განცხადებებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე შეარჩია.

„მინდა მადლობა გადავუხადო მუდმივმოქმედ კომისიას, რომელმაც ძალიან ობიექტურად იმუშავა. ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.
მუნიციპალიტეტი ბინის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ისევ გააგრძელებს,“ – აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. ხუთსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე 742 878 ლარი დაიხარჯა.
14543411_1211014862305119_1355998053_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები