“უნდა გაგრძელდეს და დაიხვეწოს ყველა ის პროგრამა, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში ანხორციელებს”

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობასა და ექიმებს შეხვდა.
მინისტრმა და კანდიდატმა ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს ის პრობლემები, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი.

„ ჩვენ არ ვაპირებთ საყოველთაო ჯანდაცვის შეჩერებას, რადგან ეს არის მოსახლეობის დაკვეთა. იმისთვის, რომ დაწყებული პროგრამები განვითარდეს, აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა და არჩევნებზე მისვლა, სადაც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს“,–აღნიშნა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები