“ნაციონალების“ უკრაინელმა ლიდერმა ვერ გაიგო, რომ ყოველი მისი განცხადება დაბრუნების შესახებ, პროცენტებს „ოცნებას“ უმატებს”

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი საქართველოში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე უარყოფითად აისახება და “ქართულ ოცნებას“ რეიტინგს მატებს.
სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც აკრიტიკებს.
„ნაციონალების“ უკრაინელმა ლიდერმა ვერ გაიგო, რომ ყოველი მისი განცხადება დაბრუნების თუ კორიდორების შესახებ, პირიქით მოქმედებს და პროცენტებს პირდაპირ „ოცნებას“ უმატებს… ან გაიგო და თავისი პარტიის ბედი დიდად აღარ ადარდებს. ამიტომ შეიმჩნევა სრული ქაოსი – ვინ  დესტაბილიზაციის გეგმებს ატარებს და ვინ ცდილობს გამოაჩინოს სხვა სახე – დემოკრატიული, მშვიდი და უვნებელი .  პარტიის აქაური ლიდერი პრაქტიკულად გამქრალია, (სანდრა უფრო ჩანს) ზოგიერთი კანდიდატი ვითომ ემიჯნება პარტიას და მის ლოგოსაც არ ბეჭდავს პლაკატზე… მოკლედ, სტრატეგია – შიგნით მყოფების გადარჩენა უნდათ ნებისმიერ ფასად და გარეთ მაქეზებლებს ეს არ ადარდებთ, ოღონდ იქ იყვნენ კარგად, აქედან ფულის წყარო არ შეწყდეს და ტელეეკრანებიდან ხან უკრაინელებს და ხან ქართველებს უქადაგონ “ამბიონებიდან”! – წერს სალომე ზურაბიშვილი.
“ტაშის კვრით დამხვდებიან და დიდ კორიდორსაც გამიკეთებენ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტების მისამართით განაცხადა. სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, რომ აჭარაში ბევრი პროექტი აქვს განსახორციელებელი.

„სანდრაზე ახლოს მიმასწრებენ საზღვარზე. ტაშის კვრით დამხვდებიან და დიდ კორიდორსაც გამიკეთებენ. აჭარის რეგიონში ბევრი პროექტი მაქვს დაგეგმილი და განსახორციელებელი. იმედი მაქვს აჭარლების. უნდა გავაკეთოთ 100 საწარმო, აეროპორტი და ა.შ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები