გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამაწყაროს გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახიდე გადასასვლელსა და ხელოვნურ ნაგებობებს.
უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად მოეწყო საგზაო ნიშნები, ზღუდარები, მიმმართველი ბოძკინტები. მოინიშნა გზის სავალი ნაწილი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 600 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები