ქუთაისის 24 საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო

ქუთაისის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ფაზის სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქის 24-საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლა დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად, იმ ქუჩების მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც უწყვეტი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობენ და პირადად გაეცნო 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის პროცესს.
სექტემბრიდან დამატებით, ქუთაისის 29 ქუჩის 11 000-მდე მოსახლე 24-საათიანი, ხოლო 69 ქუჩის 25 000 ადამიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით სარგებლობს.
ამასთანავე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქ. ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს, რომლის დასრულების შედეგად, ქალაქი სრულად 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2018 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები