თეა წულუკიანმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება . დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საქართველოში ის რიგით მე-40 ცენტრია.

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ კიცხის მოსახლეობის გარდა: ხიდარის, ვარძიის, წყალაფორეთის, საქარიქედის, ბორის, კიცხისიგორეთის და თეთრაწყაროს მცხოვრებნი ისარგებლებენ.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.
კიცხის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

კიცხის გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 39 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, დაბა ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, იორმუღანლოში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, ტყვიავში, ვალეში, არხილოსკალოში, ბერძენაულსა და უსახელოში.

პროექტი  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები