„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაშია აღნიშნული.
“გაცნობებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
MAN-ის ათი ახალი ავტობუსი, ამ მომენტისთვის, ავტოპარკში მდებარეობს. ახალი ავტობუსების N 61 ხაზზე გაშვება 6 ოქტომბრიდან იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება”, – ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები