პრემიერი: არ შეიძლება სკოლებში, უნივერსიტეტებში ჩვენ დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათი აზროვნება
განათლების სისტემის დეპოლიტიზება ძალინა მინშვნელოვანია და ამ მხრივ ჩემთვის ყველაზე მისაღები მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელვას პოზიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პედაგგოებთან შეხვდრაზე განაცხადა.
”ძალიან კარგად ვიცი რამხელა შრომა და თავდადებაა. მინდა დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე.
ჩვენთვის განათლება სიტყვით და საქმით იქცა პირველ პრიორტეტად. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ განათლება წამოწეულიყო თავისი მნიშვნელობით და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ მომავალი წლების განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, ხელისუფლების უმთავრესი მიმართულებაა სკოლას და განათლების სისტემას რაც შეიძლება მაქსიმალურად განცალკევდეს პოლიტიკისგან.
„ერთი საიდუმლო უნდა გავამხილო – როდესაც სანდროს შევხვდი (მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ორივეს კომაროვის სკოლა გვაქვს დამთავრებული) და შევთავაზე განათლების მინისტრობა, მან მითხრა, რომ მე კარგად გიცნობ, ძალიან მომწონს ის ხაზი, რომელსაც შენ და მთავრობა ატარებთ, მაგრამ ერთი რამე მინდა თავშივე ვთქვაო – ჩემგან ნუ გექნება მოლოდინი, რომ გავპარტიულდები და პარტიულ მიმართულებას მივცემ განათლების მინისტრობის დროს ჩემს მუშაობასო. მაშინვე დავთანხმდი და მაშინვე ვუთხარი, რომ ზუსტად ეს არის ჩემთვის ყველაზე მისაღები. არ შეიძლება სკოლებში, უნივერსიტეტებში ჩვენ დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათი აზროვნება. რა თქმა უნდა, მოქალაქეობრივი პოზიცია ყველას აქვს, მაგრამ ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, ჩვენი უმთავრესი მიმართულებაა სკოლას და განათლების სისტემას რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა. ძალიან გულახდილად გეუბნებით ამას. ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე არ მეშინია ამის თქმის, იმიტომ, რომ ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ ფოკუსირება განათლებასა და განათლების ხარისხზე გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.