ზაქარია ქუცნაშვილი: ჩვენ გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ საქართველოში ყველა სოფელი გრძნობდეს გვერდში დგომას

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა ფასანაურის, ჟინვალის, ანანურის, ჭოპორტის, ბაზალეთის, მჭადიჯვრის, ყვავილისა და დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრებზე მაჟორიტარობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
​„მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ მიღებული „მთის განვითარების კანონი“ ქვეყნის მოსახლეობის მოწონებას იმსახურებს. სწორედ სოფლის გაძლიერებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. საწარმოების შექმნა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარება სასიკეთოდ იმოქმედებს როგორც მოქალაქესა და მის ოჯახზე, ასევე, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე. ჩვენ გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ საქართველოში ყველა სოფელი გრძნობდეს მხარდაჭერას და გვერდში დგომას“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები