იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორისა და გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მირიან წიკლაურიც დაეწრო, რომელმაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშ ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ უპრეცედენტოდ, თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა.„ქართული ოცნების“ ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადაარჩინა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ხორციელდება C- ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა. პაციენტებს შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ თანამედროვე და ძვირადღირებული მედიკამენტები. ასეთი მედიკამენტებით 12 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა “ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.
იოსებ მაკრახიძის თქმით კი, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება, შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. საქართველოს ყველა მოქალაქე კვლავაც იქნება დაცული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან. ჯანდაცვის ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმით, დაიხვეწება სამედიცინო პერსონალის დიპლომის შემდგომი განათლების სისტემა. კლინიკებს მიეცემათ საშუალება, საგრძნობლად გაზარდონ პერსონალის ანაზღაურება და მეტი თანხა მიმართონ განვითარებისკენ“, – განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები