„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

სოფელ დიდნეძში მომხდარი ინციდენტის დროს ნაცემი სამი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, ერთ-ერთი მათგანი გაწერეს, ორი კი ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას.
“შემოყვანილი სამი ახალგაზრდიდან ორს თავის ტვინის შერყევა აქვს, ისინი რჩებიან ჰოსპიტალში ერთი-ერთი ახალგაზრდა კი უკვე გაწერილია, სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია“, – განუცხადეს “კვირას“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სოფელ დიდნეძში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამმა წევრმა. დაზარალებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტვინის შერყევისა და და თავს ქალის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზით მოათავსეს.
ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები