გიორგი აბაშიშვილმა „შენი ხმა – ჩვენი მომავალი“ კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ბათუმში „შენი ხმა – ჩვენი მომავალი“ კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა და კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აღნიშნული კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის “დემოკრატიის ლაბორატორია” ორგანიზებით ჩატარდა. მისივე თქმით, კონკურსი პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანსაც თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო, სამოქალაქო აქტივობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელებმა მიიღეს. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გაემგზავრება რომში (იტალია), უძველესი რესპუბლიკის საარჩევნო სისტემების წარმოშობისა და განვითარების გასაცნობად. მეორე ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება ტალინში (ესტონეთი) თანამედროვე ელექტრონული საარჩევნო სისტემის გასაცნობად. მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს. ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით.
კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა მოამზადეს ვიდეო საარჩევნო აქტივობის თემაზე. მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ საკუთარ რეგიონში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. მესამე ეტაპზე, დღეს კი, გაიმართება კაპიტნების კონკურსი, სლოგანების კონკურსი და საჯარო გამოსვლების კონკურსი.
დღესვე, ბათუმში კონკურსის ფინალისტებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები