წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ღონისძიება – “ოცნების ხეივანი” გაიმართა

“ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ეგიდით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ღონისძიება – “ოცნების ხეივანი” გაიმართა.
ღონისძიებაზე მისულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სპორტულ ღონისძიებებში, დაეტოვებინათ ფერადი ანაბეჭდები, ენახათ პანტომიმის თეატრისა და ბერიკების შოუ.
„ოცნების ხეივანს“ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა. კანდიდატმა წყალტუბოელებთან მიმართვა მილოცვით დაიწყო და ადგილობრივებს 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების დღე გაახსენა. მისი თქმით, 8 ოქტომბერს პარტია კვლავ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.
“ოცნების ხეივანში“ იყო ბევრი ღიმილიანი სახე და პოზიტიური განწყობა, რაც მე ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაზე მოსვლით წყალტუბოს ახალგაზრდობამ კვლავ გამომიცხადა მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც აუცილებლად იქნება გამართლებული „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქვე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე – 4 წლის წინ, 1 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ჩვენ 8 ოქტომბერს კვლავ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ზურაბიანმა.
ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ესწრებოდნენ, რომლებიც წყალტუბოს სხვადასხვა თემიდან იყვნენ ჩამოსულები. ღონისძიებამ „ოცნების ხეივანი“ შუა ღამემდე გასტანა და ფოიერვერკის ფონზე დიჯეის მუსიკალური ნომრით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები