ვანსა და ხონში 2017 წელს საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად შეხვდა. იუსტიციის მინისტრი ადგილობრივებს მიწის უფასო რეგისტრაციის შესახებ ესაუბრა და მათ ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დარეგისტრირებისთვის არის აუცილებელი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
„იუსტიციის მინისტრმა დღეს თავად ამცნო მოსახლეობას, რომ ვანსა და ხონში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იგეგმება, სადაც მათ საშუალება ექნებათ სამასზე მეტი სერვისის მომსახურება მიიღონ. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა მესაკუთრეებმა სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები სრულიად უფასოდ დაირეგისტრირონ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები