არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სოფლების – ჭანიეთისა და ბახვის მოსახლეობას შეხვდა

 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლების – ჭანიეთისა და ბახვის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც.
„შემთხვევითი არ არის, რომ თქვენს სოფლებში „ქართულ ოცნებას“ დიდი მხარდაჭერა აქვს – „ქართული ოცნება“ თქვენი ოცნებაა, რომელიც თავისუფლებას, განვითარებას და კეთილდღეობას უკავშირდება, სწორედ ამიტომ ჩვენ 8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები