თბილისის მერია 2017 წლიდან კაიროს ქუჩაზე წყალარინების ახალ ქსელს მოაწყობს

დედაქალაქის მერია 2017 წლიდან კაიროს ქუჩაზე წყალარინების ახალ ქსელს მოაწყობს. პროექტის შესახებ ინფორმაცია  კაიროს ქუჩის მოსახლეობას დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ მიაწოდეს.
პროექტი ოთხ ეტაპიანია. ჯამში 12 კმ-იანი ქსელი მოეწყობა.  განახლებული წყალარინების სისტემა 14 000 აბონენტს მოემსახურება. პროექტის განხორციელებაში კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3.780.000 -ლარამდე დაიხარჯება. პროექტი 2017 წელს  დასრულდება.
„წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სამგორის რაიონის მასშტაბურ განახლებას. პროექტის ფარგლებში, იმ უბნებში, სადაც დღემდე არასოდეს ყოფილა გამართული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა წყალარინების ახალი სისტემა, დაიგება გზის ახალი საფარი. სამგორის რაიონის ამ საკმაოდ დიდ უბნებში შეიქმნება ისეთი გარემო, რომელიც მოვა სრულ შესაბამისობაში დედაქალაქის ურბანულ მოწყობასთან. შესაბამისად, სამგორის რაიონის განახლებული უბნები ბიზნეს სექტორისთვისაც საინტერესო გახდება. აღსანიშნავია კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ როლი პროექტების განხორციელებაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები