ქუთაისში “ქართული ოცნების’’ წევრი პარტიის ოფისში გარდაცვლილი ნახეს

ქუთაისში პარტია “ქართული ოცნების’’ წევრი გოგიტა ჩ. პარტიის ოფისში გარდაცვილი იპოვეს.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.
“წყალკანალში იყო მორიგე. ამბობენ, რომ გულის ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა”, – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები