უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ელექტრონული სისტემა უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეეძლებათ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემა.
„პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და სახელის მითითების შემდეგ, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები ავტომატურ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო უბნის მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონების შესახებ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები