საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს ყურძნის დაკრეფაში დაეხმარნენ

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა არასრულწლოვნებთან ერთად რთველში მონაწილეობა მიიღეს.
გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდას მკვიდრებს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ორ ოჯახს საქართველოს პროკურატურის 300-მდე თანამშრომელი ვენახის დაკრეფაში და ყურძნის მოსავლის ჩაბარებაში დაეხმარა. პროკურატურის წარმომადგენლებისა და არასრულწლოვნების მიერ სულ 12 ტონამდე ყურძენი დაიკრიფა.
პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცველი ორგანოს მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, გამჭვირვალობის გაზრდას და საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები