დავით სონღულაშვილი: დავიცავ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებს უფლებებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი მუნიციპალიტეტის ქალთა თემს, სოფლების ყიტაანისა და ვეჯინის მოსახლეობას შეხვდა, მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ კითხვებსაც უპასუხა.

დავით სონღულაშვილმა დღე, გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებთან შეხვედრით დაიწყო. მან აგრარული ბაზრის მდგომარეობა დაათვალიერა და მოვაჭრეებს გაესაუბრა. ძირითადი სასაუბრო თემა ბაზრის რეკონსტრუქცია იყო. მათი თქმით, გურჯაანის ბაზარს სასწრაფოდ სჭირდება განახლება, ვაჭრობის გაუმჯობესების მიზნით. დავით სონღულაშვილმა მათ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ყიტაანში, ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფელში, დავით სონღულაშვილმა საკუთარი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. მან ის ძირითადი საკითხები გააცნო, რის განხორციელებასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. ესენია სოფლის მეურნეობის განვითარება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, ტურიზმისა და პროფესიული განათლების განვითარება.

„როგორც დეპუტატი აქტიურად დავიცავ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს. საქართველო უნდა იყოს ის ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობს. აქტიურად ვიმუშავებ, რომ ადამიანებს არ გაუჭირდეთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და შეექმნათ შესაძლებლობების მაქსიმუმი თანაბარ გარემოში“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ვეჯინელებთან შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. დავით სონღულაშვილმა საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, მათ კითხვები მოისმინა. ძირითადი სასაუბრო თემა იყო ინფრასტრუქტურის განვითარება და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.

დავით სონღულაშვილი მუნიციპალიტეტის ქალთა თემსაც შეხვდა. მათ თავიანთი საქმიანობა გააცნეს დეპუტატობის კანდიდატს და მხარდაჭერა სთხოვეს. დღის ბოლოს, დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის კულტურის სახლში გამართულ ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტსაც დაესწრო, რომელიც ცნობილი ლოტბარის, გურჯაანის მკვიდრის, „ჩაკრულოს“ უბადლო შემსრულებლის, როსტომ საგინაშვილის პატივსაცემად გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები