ვაშლიჯვრის დასახლებაში ელექტრომომარაგება აღდგენილია

ვაშლიჯვრის დასახლების მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება აღუდგათ.  ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
“დღეს, დილის სამი საათისთვის, შპს “ლაკმა” სამუშაოს წარმოებისას დააზიანა “თელასის” კუთვნილი ელექტროკაბელები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდა ვაშლიჯვრის დასახლებას. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 ათასამდე მომხმარებელი. თელასის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები დაუყოვნებლივ, შეუდგნენ დაზიანებული კაბელების აღდგენის სამუშაოებს. ამ დროისთვის ელექტრომომარაგება აღდგენილია”, – აცხადებენ “თელასში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები