ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

1 ოქტომბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, 1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათიდან, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ჩაატარებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აცრის ჩასატარებლად მსურველებს შეუძლიათ მიიყვანონ როგორც საკუთარი ძაღლი და კატა, ასევე მიკედლებული ცხოველები. გაიმართება გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, ფოტოკონკურსი ”გადაიღე ფოტო ოთხფეხა მეგობართან ერთად” , ხატვის კონკურსი და სხვ…
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა და ყოველი წლის 28 სექტემბერს აღინიშნება, თუმცა, სამუშაო დღეს შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ამ დღის აღნიშვნა არასამუშაო დღეს – შაბათს, 1-ელ ოქტომბერს დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები