ვაშლიჯვრის დასახლებას ელექტრომომარაგება რამდენიმე საათში აღუდგება

ვაშლიჯვრის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდა, “თელასის” თანამშრომლები ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებენ, რომელიც რამდენიმე საათში დასრულდება და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს.
“დღეს, დილის სამი საათისთვის, შპს “ლაკმა” სამუშაოს წარმოებისას დააზიანა “თელასის” კუთვნილი ელექტროკაბელები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდა ვაშლიჯვრის დასახლებას. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 ათასამდე მომხმარებელი. თელასის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები დაუყოვნებლივ, შეუდგნენ დაზიანებული კაბელების აღდგენის სამუშაოებს, რომელიც რამოდენიმე საათში დასრულდება და აღდგება ელეტროენერგიის მიწოდება.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებელებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები