მართლმადიდებელთა ერთი ჯგუფი რომის პაპს საპროტესტო შეძახილებით დახვდა

საქართველოში რომის პაპის ვიზიტს მართლმადიდებელთა ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა. მათ აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართეს და პაპის ესკორტი შეძახილებით „წყეულო“, „ეშმაკისეულო“ გააცილეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, შეეცდება, რომ ეკლესიურად გაუნათლებელი მართლმადიდებელი ადამიანები გადაიბიროს.
აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მან საქართველოს პატრიარქი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და პატრიარქი იძულებული გახდა, რომ მოწვევა რომის პაპისთვის თვითონაც გაეგზავნა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები