თამარ ჟვანია: ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ვთანხმდებით, რომ პატივს ვცემთ კანონს

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს. როგორც „კვირას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ერთდროულად მოეწერა ხელი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა,გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.
„ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით, ჩვენ ვთანხმდებით, რომ პატივს ვცემთ კანონს. ვიქნებით ჩვენს საქმიანობაში პროფესიონალები და ჩვენი საქმიანობა აუცილებლად იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი. დავიცავთ გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს, რაც მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესში. ეს არ გახლავთ სიმბოლური ხელმოწერა, ეს არის აღიარება, რწმენა და ქცევაში გათავისება ყველა იმ ღირებულების და პრინციპის, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია დღეს ხელმოწერით იზიარებს და ეთანხმება“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ.
​კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.
​​​ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. პირველად მსგავს დოკუმენტს ხელი 2010 წელს მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები