სასიამოვნო სიახლე ქალბატონებს-ჩაჩავას კლინიკის პლასტიკური ქირურგი თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

პლასტიკურ ქირურგიაში რინოპლასტიკა (ცხვირის ესთეტიკური ოპერაცია) ერთ-ერთ ურთულეს ოპერაციად ითვლება. ხშირად პაციენტისათვის ადვილი არ არის, საკუთარი გარეგნობის შეცვლა და გაუმჯობესება სრულიად უცხო ექიმს მიანდოს. მიუხედავად ამისა, ამ მიზნით პლასტიკურ ქირურგიულ კლინიკებში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჩაჩავას კლინიკაში არსებული „ახალი ქირურგიული კლინიკაა“.
როგორც „ახალი ქირურგიული კლინიკის“ თანამშრომლები აცხადებენ, ევროპული სტანდარტების მქონე „ახალი ქირურგიული კლინიკა“ და მისი ულტრათანამედროვე საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რომლის განახლება გამუდმებით ხდება.
„ახალი ქირურგიული კლინიკის“ ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ პაციენტს წინაოპერაციული გამოკვლევები და სპეციალისტების კონსულტაციები ჩაჩავას კლინიკაში ადგილზევე უტარდებათ. რაიმე პათოლოგიის შემთხვევაში, მასზე კლინიკის სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ და ოპერაციისთვის ამზადებენ.
„ახალ ქირურგიულ კლინიკაში“ ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ცხვირის ძგიდის დეფორმაციის კორექციისა და ცხვირით სუნთქვის ფუნქციის აღდგენითი ოპერაციები კეთდებოდა, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტების მიერ.
სექტემბრის დასაწყისიდან „ახალ ქირურგიულ კლინიკას“ პლასტიკური ქირურგი სიმონ მუმლაძე შეურთდა და ამ მოკლე ხანში უამრავი წარმატებული რინოპლასტიკური ოპერაცია ჩაატარა. იგი, ესთეტიკურ და აღდგენით რეკონსტრუქციულ რინოპლასტიკაში მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკის მიუხედავად, ყოველ ოპერაციას უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება.
როგორც თავად ექიმი ამბობს, ყოველი ოპერაციის შემდეგ მიღებული კარგი შედეგი მომავალი პაციენტებისთვის სტიმულის მიმცემია. იგი თვლის, რომ პლასტიკური ქირურგი ხელოვანიც უნდა იყოს და დახვეწილად და ნატიფად მუშაობა შეეძლოს. თავისი წარმატების ფორმულად კი საქმისადმი დიდ სიყვარულს და მხატვარ-მოქანდაკეობით მიღებულ გამოცდილებას მიიჩნევს (იგი პროფესიონალი მოქანდაკეცაა).
ექიმი პირველივე კონსულტაციაზე პაციენტის სახის ფორმებს, ნაკვთებს, პროპორციებს, საგულდაგულოდ აკვირდება და მას ცხვირის ფორმის ოპტიმალურ ვარიანტს სთავაზობს, რომელსაც ფურცელზე საკუთარი ხელით უხატავს. მას მიაჩნია, რომ ყოველი პაციენტი პლასტიკური ქირურგის ცოცხალი რეკლამაა.
ცხვირის ფორმის შეცვლითა და გაუმჯობესებით ესთეტიკური რინოპლასტიკა ეხმარება პაციენტს, გაიუმჯობესებს რა გარეგნობას, აიმაღლოს თვითშეფასება და თავი უფრო ბედნიერად იგრძნოს.
ტრამვირებული ცხვირის შემთხვევაში, ერთდროულად კეთდება ცხვირის ფორმის კორექციაც და ხშირად თანმხლები ცხვირით სუნთქვის შეზღუდული ფუნქციის აღდგენაც.
მეორადი რინოპლასტიკის შემთხვევაში ხშირად საჭიროა გაკეთდეს როგორც დაზიანებული ძგიდის, ასევე ცხვირის სხეულისა და წვერის ელემენტების აღდგენა და ხშირად საჭიროა სადონორო მასალად ძგიდის, ყურის ან ნეკნის ხრტილის გამოყენებაც.
„ჩვენი პაციენტების უმეტესობა ქალბატონები არიან, თუმცა არც მამაკაცები ერიდებიან ესთეტიკის თვალსაზრისით რინოპლასტიკის ოპერაციას. ცხვირი ხომ სახის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. კავკასიური ცხვირი კი სპეციფიკური თავისებურებით გამოირჩევა – კეხიანია, ხშირ შემთხვევებში დიდი ზომის და დაშვებული ცხვირის წვერით, ხოლო თუ ამას ემატება ტრავმა, ცხვირი სხვა სახის დეფორმაციებსაც იღებს და ხშირად უფრო რთულ პათოლოგიებთან გვაქვს საქმე.
რინოპლასტიკა ერთ-ერთი ურთულესი დარგია პლასტიკურ ქირურგიაში. ამიტომ მე კონკრეტულად რინოპლასტიკაში დავსპეციალდი. ქირურგი ხელოვანი უნდა იყოს და ხელიც მარჯვე უნდა ჰქონდეს. გარკვეულ ვირტუოზულ ტექნიკას უნდა ფლობდეს, რომ პლასტიკური ქირურგიული ოპერაცია წარმატებულად შეასრულოს. სწორედ ამიტომ ითხოვს ჩვენი პროფესია ნატიფი და დახვეწილი მოძრაობების შესრულებას. აქ ლაპარაკია ისეთ უმცირეს დეტალებზე, რომელიც განსაკუთრებულად უნდა დამუშავდეს.
ზოგადად ქირურგიაში, მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. ქირურგიაში, შემდგომ კი დამწვრობის რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში 1984 წლიდან ვმუშაობ. შესაბამისად, ამ დარგებში შევიძინე დიდი გამოცდილება. მიმუშავია მძიმე პაციენტებთანაც და მოუმზადებელი არ მოვსულვარ ესთეტიკური და აღდგენითი რეკონსტრუქციული რინოპლასტიკის სფეროში, სადაც ბოლო 15 წელია ვმუშაობ. ალბათ ესეც არის ჩემი წარმატების ერთ-ერთი საწინდარი.
მეორეც ის, რომ პროფესიით მოქანდაკეც ვარ და როგორც ხელოვანს, სილამაზის აღქმა და გამოხატვა ფორმებშიც შემიძლია. ამიტომაცაა, რომ პაციენტებს წინასწარ ყოველთვის ვუხატავ, როგორი ფორმის შეიძლება იყოს მათი ცხვირები და ისინიც თითქმის ყოველთვის კმაყოფილები არიან. ვითვალისწინებ ასევე მათ ინტერესებსა და მოთხოვნებსაც. ოპერაციის შემდგომი შედეგი პრაქტიკულად ემსგავსება ნახატს, თუმცა ამას კატეგორიულად არ ვამტკიცებ.
ეს არის ქაღალდზე შესრულებული ნახატი, ხოლო პაციენტი არის ცოცხალი ადამიანი. ცხვირის ფორმამ მცირე ცვლილებები შესაძლოა ოპერაციის დროს ან შეხორცების დროს მიიღოს. საშუალოდ კი ცხვირის საბოლოოდ ფორმირებას ოპერაციის შემდგომ დაახლოებით 1 წელი სჭირდება.
პაციენტი ექიმს მიღებული შედეგებით უნდა ენდოს. თუ საჭირო არაა, ექიმიც ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს. ცხვირის ესთეტიკური ფორმა უნდა შეესაბამებოდეს სახის ნაკვთებს. ბუნებრივი უნდა იყოს და არა შაბლონური. პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ჩემი ცხვირები ბუნებრივია და ამიტომ გვინდა თქვენთან გავიკეთოთო.
რინოპლასტიკურ ოპერაციებს ვაკეთებ, მსოფლიოში აპრობირებული და თანამედროვე ღია მეთოდით, რომელიც იძლევა იმის საშუალებას რომ პაციენტს ერთდროულად ერთ ოპერაციაში და ერთი ნარკოზით ფაქტობრივად ორი ოპერაცია გაუკედეს: ქირურგია და პლასტიკა, ანუ აღვუდგინო ცხვირით სუნთქვის დარღვეული ფუნქციაც და ესთეტიკური ფორმაც გავუუმჯობესო.
განსაკუთრებით ბევრ მეორად რინოპლასტიკას ვაკეთებ, რომელიც, სამწუხაროდ, მომრავლდა საქართველოში (როდესაც პაციენტი უკმაყოფილოა სხვა კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის შედეგით, არ მოსწონს თავისი ცხვირის ფორმა, ან უჭირს ცხვირით სუნთქვა, ანდა ორივე პრობლემა ერთდროულად აქვს). თითქმის ყოველი მეოთხე – მეხუთე ოპერაცია მეორადი ცხვირია, რაც მეტწილად გამოწვეულია წარსულშიც და ახლაც, დახურული მეთოდით გაკეთებული ოპერაციებით.
ასევე ყურების პლასტიკაზეც ვმუშაობ, როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში. ახლო მომავალში ვაპირებ, გავაფართოვო ოპერაციების სპექტრი და როგორც ხელოვანმა, ასეთივე ლამაზი მკერდები ვაკეთო და ამითაც გამოვირჩეოდე, თუმცა ამ ეტაპზე იმდენად დატვირთული ვარ, რომ სხვა ოპერაციებისათვის დრო პრაქტიკულად აღარ მრჩება“,-განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას „ახალი ქირურგიული კლინიკის“ პლასტიკურმა ქირურგმა, სიმონ მუმლაძემ, რომელიც უამრავი ადამიანის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე წლებია ზრუნავს.
14513711_1180210182022859_2145643979_o 14522540_1180210005356210_944828626_o 14467103_1180209718689572_704374234_o 14513570_1180209632022914_941392011_o 14537031_1180209555356255_1493810476_o 14522273_1180209518689592_1702943250_o 14536915_1180209462022931_326698337_o 14537032_1180209435356267_854750002_o 14489527_1180209342022943_455194362_o 14488945_1180209322022945_1756699102_o 14489074_1180209312022946_1886136707_o 14550654_1180209232022954_1384891098_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები