ბექა ნაცვლიშვილი ისნის მცხოვრებლებს შეხვდა- მთავარია სამუდამოდ დავამარცხოთ უიმედობა და ერთად მივაღწიოთ წარმატებას

„ქართულო ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობას შეხვდა.
ბექა ნაცვლიშვილი ე.წ სამრეწველოს დასახლების ამომრჩეველის პრობლემებს გაეცნო და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა გზების რეაბილიტირება და სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობა, წლევანდელი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.
„ ისანი ძველი ინდუსტრიული რაიონია, აქ ბევრი ინდუსტრიული სივრცეა ასამუშავებელი, გარდა ყოფითი საკითხებისა, როგორიცაა კანალიზაციის მოწესრიგება, ბინების პრივატიზება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება.
აუცილებლად უნდა მოხდეს კერძო სექტორის სტიმულირება, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ვეცდები, კერძო სექტორთან ურთიერთობით, მაქსიმალურად დაიტვირთოს რაიონი და ისანმა ფუნქცია კვლავ დაიბრუნოს.“ განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები