მარტოხელა მამას საზოგადოების დახმარება სჭირდება-ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მათ დედა აღარ ჰყავდათ

მრავალშვილიან, მარტოხელა მამას საზოგადოების დახმარება სჭირდება. რუსლან ვეკუა საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია და 7 შვილს წლებია, მეუღლის გარეშე, სრულიად მარტო ზრდის.
ვეკუებს დიდი და ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. რუსლანი მუშაობდა, ეკლესია–მონასტრებს აშენებდა, მისი მეუღლე ირმა კი ბავშვებზე ზრუნავდა. ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის მძიმე და ტრაგიკული ისტორია სწორედ დედის უეცარი გარდაცვალების შემდეგ იწყება. ღვიძლის დაავადებამ სამ თვეში 7 შვილის დედის სიცოცხლე შეიწირა და შვიდი ბავშვი დაობლდა – 10 წლის ლიკა, 9 წლის ლუკა, 7 წლის ვიკა, 5 წლის გიორგი, 4 წლის ილია, 2 წლის მარიამი და 5 თვის ლიზი.
ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემები დაემატა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რუსლანი მუშაობას, ბავშვების გამო, ვერ ახერხებს. ზოგჯერ მშენებლობაზე მუშაობს, მაგრამ პატარა ლიზის მაშინაც ვერ ტოვებს და თან დაჰყავს.
„საღამოს, ბავშვებს სამსახურიდან რომ დავურეკე, მითხრეს, რომ დედას ეძინა და ჯერ არ ამდგარიყო. გულმა მაშინვე მიგრძნო, რომ უბედურება დაგვატყდა თავს. სახლში რომ მივედი, ირმა საწოლში იწვა, ბავშვები კი გვერდით ისხდნენ და ჩუმად თამაშობდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ დედა აღარ ჰყავდათ. მაშინ უფროსი ლიკა 10 წლის იყო, ლიზიკო კი – 5 თვის. მათ არ იცოდნენ, რომ დედიკო ვეღარ მოეფერებოდა და ვერ ჩაიხუტებდა გულში. როგორ გადავრჩი იმ დღეს და გული როგორ არ გამისკდა, არ ვიცი. ორი წელი გავიდა მას მერე, ორი საშინელი და ყველაზე მძიმე წელი.
ლიზი სულ ჩემ გვერდითაა, ერთად დავდივართ სამუშაოდ, სათევზაოდ, ტყეში შეშის მოსატანად. ძალიან მიჭირს მარტოს, მუდმივი შემოსავლის გარეშე, შვიდი ბავშვის გამოკვება. ამ ორი წლის განმავლობაში ბავშვებისთვის ტკბილეულიც კი არ მიყიდია, სათამაშოებზე რომ არაფერი ვთქვა. ამ მძიმე პერიოდში თქვენი მხარში დგომა მჭირდება. ბავშვები მალე წამოიზრდებიან, მე სამსახურის შოვნას შევძლებ და ჩვენი ოჯახი ფეხზე დადგება“,-იხსენებს რუსლან ვეკუა და პატარა გოგოს ეხუტება, რომელიც მამას არ სცილდება. ნახევრად აშენებულ სახლში ცხოვრობენ. მიუხედავად სიდუხჭირისა, სახლი სუფთაა და მყუდრო. იატაკი მოპრიალებულია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი.
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის დახმარების მსურველებს გარკვეული რაოდენობის თანხა შეუძლიათ ფონდის ანგარიშზე ჩარიცხონ GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვეკუების ოჯახი) ან პირდაპირ საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/151/
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია ზრუნავს მათზე, ვინც ცხოვრებაში თავის პრობლემებთან პირისპირ დარჩა.
„ მართალია ამ ბავშვებს ჩვენ დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ შევძლებთ ცხოვრება შევუმსუბუქოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ ამ ოჯახს და მხარში დავუდგეთ ამ მძიმე დროს.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. მათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი სჭირდებათ“,-აცხადებენ“სოციალური პარტნიორობის“ ფონდში.
დახმარება – სოციალური პარტნიორობა
ჩვენ ერთად ვუადვილებთ ცხოვრებას გაჭირვებულ ადამიანებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები