დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა. დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.
“საგურამოში, ნიჩბისსა და სხვა სოფლებში ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მალე დასრულდება. რაც მთავარია, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში უკვე შექმნილია 800-მდე სამუშაო ადგილი. კერძო ბიზნესის დახმარებით, მალე შეიქმნება კიდევ ათასობით დამატებითი სამუშაო ადგილი.“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ორის წლის განმავლობაში მცხეთის სოფლებში ბევრი რამ გაკეთდა.
„ზემო ნიჩბისში, სადაც არასოდეს არაფერი გაკეთებულა, დღეს თითქმის ყველაფერი გაკეთდა: წყალი, გაზი, განათება და სხვა. მალე დაიგება გზაც და მთის სოფელში საცხოვრებლად სრული კომფორტი იქნება. ხალხი ამას ხედავს და აფასებს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები