ზაზა პაპუაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს დიდუბის მე-15 ოლქში „ქართული ოცნების“

მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. ზაზა პაპუაშვილი ამჯერად წინამძღვრიშვილის ქუჩის N137ა-ს მცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობის პრობლემას გაეცნო, რომელთა შორის ერთ-ერთი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოუწესრიგებლობა და გარე ვაჭრობაა.
​როგორც ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრობლემა, მერიასთან თანამშრომლობის შედეგად, ყველა მხარის ინტერესების დაცვით მოგვარდება.
​„ ყველა პრობლემა ისე უნდა გადავჭრათ, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას დაცული უნდა იყოს ყველა ადამიანის ინტერესი და უფლება“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები