“ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის” ფარგლებში კიდევ ერთი რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა

მარტყოფში, “ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის” ფარგლებში კიდევ ერთი რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ „ფონდ ქართუდან“ აცნობეს.
“ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, რათა მოზარდებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შესაძლებლობა ჰქონდეთ ივარჯიშონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
“ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის” ყველა პროექტს აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს ეროვნული და საერთაშორისო დონის შეხვედრებს. მარტყოფის რაგბის გადამზადების ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებულ კომპლექსს, რომელშიც გაერთიანებულია: ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები განათებით და სარწყავი სისტემით 724 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა საშხაპეები, სატრენაჟორო, საკონფერენციო დარბაზი 64-ადგილიანი სასტუმრო, სრული ინფრასტრუქტურით და ჰელიოსისტემით. “ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მოიცავს 16 სარაგბო კომპლექსს, რომელთაგან უმრავლესობა უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაში შესულია.
ამ ეტაპზე პროგრამაზე დახარჯულია 100 მლნ. ლარი, რაც გულისხმობს, როგორც სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას, ისე საქართველოს ნაკრების კომპლექსურ დაფინანსებას.
“ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მომავალშიც გაგრძელდება.

“ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის” სპორტული სარაგბო ობიექტების სია:
1.ასპინძის რაგბის ბაზა (დასრულებული);
2.ფოთის რაბის ბაზა (დასრულებული);
3.ბათუმის რაგბის ბაზა (სრულფდება);

4.თელავის რაგბის ბაზა (მიმდინარე);
5.გორის რაგბის ბაზა (დასრულებული);
6.სენაკის რაგბის ბაზა (მიმდინარე);
7.სტადიონი შევარდენი თბილისში (დასრულებული);
8.სტადიონი სინათლე(ავჭალა) (დასრულებული, მიმდინარეობს განათების აფგრეიდი);
9.თბილისის ლოკომოტივის ბაზა (დიღომი)(მიმდინარე)

10.თბილისი დიდი დიღმის ბაზა (დასრულებული);

11.მარტყოფის რაგბის ბაზა (დასრულებული);
12.რუსთავის რაგბის ბაზა (დასრულებული);
13.ქუთაისის რაგბის კომპლექსი (დასრულებული)

14.ქუთაისის რაგბის ბავშვთა აკადემია (მიმდინარე);

15.თბილისის მოზარდ რაგბისთა ბაზა ვარკეთილში (დასრულებული);
16. თბილისის რაგბის ბაზა ნუცუბიძის პლატოზე (მიმდინარე).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები