30 000 ოჯახი ზაფხულიდან 300-ლარიან ინტერნეტ ვაუჩერს მიიღებს

მსოფლიო ბანკი 40 მილიონით პროექტს დააფინანსებს, რომლის ფარგლებშიც 30 000 ოჯახს საქართველოში 300-ლარიანი ინტერნეტის ვაუჩერი გადაეცემა. პროექტს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გაზაფხულიდან განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 8 მსხვილი და 50 მცირე ზომის ინოვაციური ცენტრის შექმნა. ამის შესახებ allnews.ge-ს პროექტის მენეჯერმა, ბესო აბულაძემ განაცხადა.
ბესო აბულაძის განმარტებით, ვაუჩერი ერთჯერადი იქნება და მომხმარებელს ინტერნეტის ინსტალაციისა და კომპიუტერის შეძენისას გადაეცემა.
“ვაუჩერი აკომპენსირებს ინტერნეტის პირველადი ინსტალაციის თანხას და კომპიუტერის შეძენის დროს ხდება კომპიუტერის ღირებულების დაახლოებით 20%-მდე თანადაფინანსება”, – განაცხადა ბესო აბულაძემ.
​პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ასათვისებლად, მოსახლეობას სპეციალური ტრენინგებიც ჩაუტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები