პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ ლამორომ წარმატებული თანამშრომლობისთვის ქ. თბილისის პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს და საქართველოს პროკურატურის პროკურორებს – მაია ჯვარშეიშვილს, სალომე ჯანუაშვილს, ირაკლი ჟვანიას და ვლადიმერ ვექილიანს მადლობის სიგელები გადასცა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ესწრებოდა. მთავარმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ადამ ლამოროს და აშშ-ს საელჩოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
პროკურატურის თანამშრომლებისთვის მადლობის სიგელების გადაცემა აშშ-ს საელჩოს და შს სამინისტროს ამხანაგური საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე მოხდა.
ფეხბურთის მატჩს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ჩუბინიძე, აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ადამ ლამორო და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.
14483368_1243090289046795_553373260_n                                                          14501944_1243090172380140_1674306236_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები