დიმიტრი ქუმსიშვილი – მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო – იწყება საუკუნის პროექტი

სულ მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალები.
​საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ანაკლიის პორტის პრეზენტაცია შედგება.
„აღნიშნული ხელშეკრულება 9 ფაზისგან შედგება და საბოლოო ჯამში, 100 მილიონ ტონაზე გადის.ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ძალიან დიდი პრეზენტაცია, სადაც ძალიან დეტალურად გაგაცნობთ ხელშეკრულებას. მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო – იწყება საუკუნის პროექტი.ეს არის პროექტი, რომელმაც, როგორც პრემიერმა ბრძანა, მთლიანად უნდა შეცვალოს გეოპოლიტიკა, მთლიანად უნდა შეცვალოს ლანდშაფტი ჩვენს რეგიონში, უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი გავაათმაგოთ“,- აღნიშნა ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები