ნარმანია ვარაუდობს, რომ წელიწადნახევრის შემდეგ ტროტუარები სრულად გათავისუფლდება პარკირების ზონისგან

“იქ, სადაც შესაძლებელი იყო პარკირების მოხსნა და მისი სხვაგან გადატანა, ასეც გავაკეთეთ. თუცა ჯერ კიდევ რჩება 1000-მდე ადგილი, სადაც ტროტუარზე პარკირება ხდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
“ძირითადი კონცენტრირება გვაქვს ჭავჭავაძეზე და ასე იქნება იქამდე, ვიდრე არ გამოჩნდება დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობაზე იფიქრებს. ხუთი ადგილი უკვე გამზადებული გვაქვს და ხუთიც მზადდება დამატებით მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად, რომელიც ვაკე-საბურთალოს და ვერას მოემსახურება, რათა აქ უფრო კომფორტული იყოს პარკირება. დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება, სრულად უნდა მოხდეს ტროტუარებზე პარკირების გაუქმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი ვარაუდობს, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ ტროტუარები სრულად გათავისუფლდება პარკირების ზონისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები