ბაკურიანში ცნობილი ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასის დაპროექტება იწყება

ბაკურიანში ცნობილი ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასის დაპროექტება იწყება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გარდა ამისა, ბაკურიანში ჰოკეის დარბაზის მშენებლობაც იგეგმება, რომლის პროექტირებაც დაწყებულია.
„დღეს ვიწყებთ ცნობილ ფრანგულ კომპანია „აბესტთან“ ერთად ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასის დაპროექტებას. დაპროექტებაზე გამოიყოფა 786 500 ლარი, ეს იქნება აბსოლუტურად საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასა. ჩვენ შევისწავლეთ მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ბაკურიანის კურორტს ძალიან მნიშვნელოვან დატვირთავს შესძენს. ბიატლონის მიმართულებით, სავარჯიშოდ მთელი წლის განმავლობაში არის მოთხოვნა და ამას გარდა, იქ იგეგმება ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ვფიქრობთ, რომ 12 თვის განმავლობაში დატვირთავს კურორტს, რაც მიმდებარე სოფლების განვითარებისთვის ძალიან კარგია .
​ჩვენ ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და როგორც ხედავთ, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ბაკურიანში იკვრება სრული წრედი ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბებისა, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, დაახლოებით 10-წლიან პერსპექტივაში ოლიმპიადის ჩატარებაზე. ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი,თუმცა საქართველოს არანაირი მზაობა არ ჰქონდა.
იგეგმება​ ასევე მთელი რიგი საცხოვრებელი გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ბაკურიანი ნამდვილად შეიძლება გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები