29 სექტემბერი

09:00
მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.

10:00
სასტუმრო – Rooms Hotel Tbilisi-ში მოეწყობა კონფერენცია სახელწოდებით: „თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად”. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.

10:30
“პირველის პრესკლუბში” ბლოკ “თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოს” ჩუღურეთის მე-14 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა აგლაძე ბრიფინგს გამართავს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს. თემა: მიმართვა ოპოზიციურ პარტიებს; სახელმწიფო გადატრიალების გეგმა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

10:30
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ფარული ჩანაწერები; პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები; საარჩევნო გარემო და ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული დარღვევები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00
“პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე და დაზარალებულები: გოჩა მთიულიშვილი და ნანა რობაქიძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: დავით კირკიტაძის მიერ მისი მმართველობის პერიოდში წარათმეული ქონების საქმეები და არსებული ვითარება, წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ფაქტები და ექსკლუზიური მასალა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „ნუტრიმაქსის“ კომბინირებული საკვების მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მისამართი: თბილისი, ღოღობერიძის ქ. №10, ზემო ფონიჭალა (ეკლესიის ჩასახვევთან). საკონტაქტო პირები: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599502619; ნათია ბორაშვილი 595501050

11:00
“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელი ბრიფინგს გამართავს.

11:00
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად დაესწრება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისში გამართულ შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება წინასააარჩევნო მდგომარეობა საქართველოში. შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებენ გაეროსა და მეგობარი ქვეყების ელჩები საქართველოში.

11:00
„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკის წევრი, გიორგი ვაშაძის პარტიის წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565

11:00
“მარშალპრესის” პრეს–კლუბში მოძრაობა “ეროვნულების” წევრი მიხეილ ამისულაშვილი და ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “ნაციონალური მოძრაობა” ცესკოში ანტიკონსტიტუციურად დარეგისტრირდა-დოკუმენტები”. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414

11:30
“პირველის პრესკლუბში” “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გავრცელებული აუდიოჩანაწერები, მათი აუთენტურობის საკითხი, გასატარებელი ღონისძიებები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნების” წევრი ოთარ აბესაძე ბრიფინგს გამართავს.

12:00
“პირველის პრესკლუბში” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: გავრცელებული აუდიოჩანაწერები, საარჩევნო გარემო და მოლოდინები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემის პროცესს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე დაესწრება. მისამართი: აფთიაქი „მედფარმა + „ .უზნაძის ქუჩა 76/1 ( პასტერისა და უზნაძის ქუჩის კუთხე)

12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი ბრიფინგს გამართავს.

12:00
მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის და არქეოლოგიის ეპიცენტრში, სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: მარნეულის კულტურის სახლის წინ მდებარე პარკი.

12:00
“მარშალპრესის” პრეს–კლუბში „ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული ჩანაწერები, პოლიტიკური პროცესები. მისამართი: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414

15:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მარტყოფის რაგბის გადამზადების ცენტრს გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები