40-წლიანი უწყლობის შემდეგ სოფელ უდაბნოს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს

სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. 40-წლიანი უწყლობის შემდეგ, უდაბნოს მოსახლეობა 24-საათიანი, უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ახლადაშენებული ობიექტები დაათვალიერა და უდაბნოს მოსახლეობას პროექტის დასრულება მიულოცა.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
უდაბნოს ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას სასმელი წყლის მოსამარაგებლად  კილომეტრების გავლა უწევდა.
პროექტის განხორციელების შედეგად, უდაბნოში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა და 1000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები უწყვეტი, სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები