ხელვაჩაურში ჩამოწოლილმა მეწყერმა ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ორი ოჯახის მიწის ნაკვეთები დააზიანა.​ ფუტკარაძეების და მიქელაძეების ოჯახები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან დახმარებას ითხოვენ.
ხელვაჩაურის გამგებლის პირველი მოადგილის, ზვიად ხალვაშის თქმით, ადგილზე გეოლოგების ჯგუფი იყო მისული, მათ არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.
„სექტემბერში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რამაც გამოიწვია არსებული ფერდსამაგრი კედლის ნგრევა. გეოლოგმა გასულ შაბათს შეამოწმა აღნიშნული ტერიტიორია“, – განაცხადა გამგებლის მოადგილემ ზვიად ხალვაშმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსახილველად გადაგზავნილია გარემოს დაცვის სამინისტროში, საიდანაც ელოდებიან ახალ გეოლოგიურ დასკვნას, რათა კვლავ აშენდეს ფერდსამაგრი კედელი. ხოლო, რაც შეეხება მძიმე ტექნიკის გამოყენებას, ამ დროისათვის გამგეობა ამისგან თავს იკავებს, რადგან მიწის მასის გატანის შემდეგ შეიძლება მეწყრული პროცესი უფრო განვითარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები