გარემოს ეროვნული საააგენტოს სპეცილისტები გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს იწყებს – სააგენტოს სპეციალისტები თბილისის სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ.
კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით შეამოწმებენ.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ექპრესლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით.
უწყებისვე ინფორმაციით, სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან და სამუშაოებს თბილისის 50-მდე წერტილში განახორციელებენ.
სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და განსაზღვროს მისი გამომწვევი მიზეზები .
ექსპრესლაბორატორიული კვლევები მომავალში რეგიონებსაც მოიცავს.
„უახლოესი 5 დღის განმავლობაში სპეციალისტები მითითებულ ტერიტორიებს შეამოწმებენ: 28 სექტემბერი -აეროპორტის დასახლება , “ისთ პოინტთან”,  მეტროსადგურ „300 არაგველთან“ , მეტროს სადგურ „ვარკეთილთან“,  მოსკოვის გამზირი 29 სექტემბერი- ფონიჭალის დასახლება , მეტროს სადგურ „300 არაგველთან“, მეტროს სადგურ „ავლაბართან“, ორთაჭალის ავტოსადგური, აბანოთუბანი, ლეღვთახევი. 30 სექტემბერი – პარლამენტის შენობასთან, 51-ე სკოლასთან, კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, გამსახურდიას გამზირი, არაყიშვილის ქუჩა, მდ.ვერე. 1 ოქტომბერი – ნუცუბიძის პლატო, ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი, ავტოსადგურ „ოკრიბასთან“, დიღმის მასივი. 2 ოქტომბერი – მეტროს სადგურ „მარჯანიშვილთან“, მეტროს სადგურ „სადგურის მოედანთან“, მეტროს სადგურ „ნაძალადევთან“, მეტროს სადგურ „სარაჯიშვილთან“, მეტროს სადგურ „ახმეტელთან“, მდ.გლდანისხევი“, -წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები