ჩაქვის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა გადაეცა

ჩაქვის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა გადაეცა.
სახანძრო სამაშველო სამსახურის ახალი შენობის გახსნას საქართველოს შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის შსს დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, დავით მამულაშვილი დაესწრნენ.
სახანძრო სამაშველო სამსახურის 2-სართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი. სახანძრო დეპო 2 მანქანაზეა გათვლილი და 17 მეხანძრე მაშველი მუშაობს. დღესვე სამაშველო სამსახურს ახალი აღჭურვილობა: წყლის საქაჩი ტუმბოები, გენერატორები, საჭრელი აპარატები და სხვა სახის ახალი ტექნიკა გადაეცა.
აჭარაში 9 სახანძრო, 5 სამაშველო განყოფილება და 1 წყალზე სამაშველო განყოფილება ფუნქციონირებს. რეგიონის მასშტაბით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის 23 სახანძრო მანქანა მუშაობს და 410 მეხანძრე მაშველი ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები