თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს სასმართლოში უჩივის

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამართული კონკურსის დროს დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებს, როგორც ჭარაია აცხადებს თანამდებობების დასაკავებლად კადრები კვალიფიკაციის მიხედვით არ შეირჩა.
29 წლის ეკონომიკის საერთაშორისო დონის ექსპერტი თეიმურაზ ბერიძეს , რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ხელმძღვანელობს კადრების შერჩევის დროს ტენდენციურობაში და კანონდარღვევაში ადანაშაულებს.ჭარაია მომხდარი ფაქტის გამო ახლადდანიშნულ რექტორსაც ესაუბრა.
“ერთადერთი გზა არის დარჩენილი სასამართლო, რომელიც ჩემთვის ძალიან ძნელი გადასაწყვეტია, თუმცა თავის დროზე პროფესორები, ვისაც მე ვუჩივლებ, ჩემ წინააღმდეგ წავიდნენ.ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტებზე იყო გარკვეული ხარვეზები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
ფაკულტეტზე მიღებული შედეგებით, თანამდებობების მიღმა დარჩნენ ახალგაზრდები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია ჰქონდათ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათ შორის ვიყავი მეც. მე ვესაუბრე რექტორს, გიორგი შარვაშიძეს, რომელიც მორალურად აბსოლუტურად თანამიგრძნობს, თუმცა პროცესუალურად მსგავს საკითხებს რექტორი არ წყვეტს. ამ ფაკულტეტზე არის გარკვეული დაჯგუფება, რომელიც თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს. მათ მოახერხეს ის ,რომ კომისიის 4 წევრი ჩემ წინააღმდეგ წასულიყო“,-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვახტანგ ჭარაიას ინფორმაციით, კომისიის წევრების ნაწილი თვლის, რომ შედეგი უსამართლო იყო, თუმცა, როგორც ჭარაია აცხადებს, მათ თავი შეიკავეს გაპროტესტებისგან იმ მიზეზით, რომ სწავლის პროცესი შეფერხდებოდა.
ჭარაია კოლეგებთან დავას სასამართლოში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები