ცოტნე ზურაბიანმა დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“9 წლის ვიყავი, როდესაც სოხუმი ცეცხლში გაეხვია. მახსოვს ოჯახის წევრების ემოციები,… მახსოვს, როგორ დამძიმდა განწყობა ჩემს სახლში. მახსოვს დედას სიტყვები “სოხუმი ქართველებისგან იცლება”. ამ სიტყვების სიმწვავეს მაშინ ასე ძლიერად ვერ ვგრძნობდი.
საქართველოს უახლოეს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. მე მჯერა, მალე დადგება დრო, როდესაც ენგურსაქეთა და ენგურსიქეთა საქართველოს შორის დათესილი მტრობა მალე კვლავ კარგ მეგობრობაში გადაიზრდება. ჩვენ ერთნი ვართ და საქართველო ჩვენი ქვეყანაა”, – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.
კანდიდატი მომდევნო 2 დღის განმავლობაში ვეტერანებთან შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები