ირაკლი შიხიაშვილი: მე თითოეული სამგორელის ოჯახში მოვალ, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც – ვიდეო

სამგორის რაიონის მე-12 ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი მოსკოვის გამზირზე რამდენიმე ოჯახს ესტუმრა და პირადად გაესაუბრა. ირაკლი შიხიაშვილი სტუმრად ისეთ ოჯახებში იმყოფებოდა, რომლებიც ე.წ. “ხრუშჩოვკებში” ცხოვრობენ.
დეპუტატობის კანდიდატმა ავარიულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინები დაათვალიერა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “ხრუშჩოვკების” პრობლემის მოგვარება აუცილებლად უნდა დაიწყოს.
“ყოველდღე ახალი ავარიული კერა ჩნდება. ამ კორპუსებზე განივი ბზარებია, რაც ძალიან სახიფათოა. ამ პრობლემის ასე ყურება არ შეიძლება, აუცილებლად უნდა დავიწყოთ მისი მოგვარება” , – განაცხადა შიხიაშვილმა.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული სამგორელის ოჯახში მივა, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.
“მე თითოეული სამგორელის ოჯახში მოვალ, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. მეიმედებით – გეიმედებოდეთ! “, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები