ბიძინა გეგიძე ატენის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის მე-2 ოლქში, ბიძინა გეგიძე ატენის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები და სურვილები მოისმინა და მათ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო. ისაუბრა განათლების, საგადასახადო, ეკონომიკის რეფორმებზე, ყურადღება გაამახვილა მშენებლობასთან დაკავშირებულ “გენერალურ გეგმაზე”, რომელზე მუშაობაც გერმანელ პარტნიორებთან ერთად უკვე დაწყებულია. განათლების კუთხით კი აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებების სკოლები. ბიძინა გეგიძემ ასევე ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვაკეში მწვანე საფარის არსებობა და აღნიშნა ისიც, რომ საცობების პრობლემა აუცილებლად გადასაჭრელია.
ატენის მაცხოვრებლებმა ბიძინა გეგიძეს წარმატება და არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები