შალვა კიკნაველიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა კიკნაველიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ზესტაფონელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. კანდიდატმა დაბა შორაპანში ზაზა გაჩეჩილაძისა და გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავები გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
“მოვედი, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირეს. მათი ოცნება ერთიან, ძლიერ საქართველოზე აუცილებლად ახდება. ეს ჩვენი ახალგაზრდების, მომავალი თაობის ვალია. ვიმედოვნებ, ასეთი დღეები საქართველოში აღარ იქნება. თითოეული ჩვენგანის ვალია, პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას, მადლობა ვუთხრათ და მოვეფეროთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს”, – განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები