ირაკლი მეზურნიშვილმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა.
მეზრუნიშვილმა განათლების, მათ შორის სკოლამდელი განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხა. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული ადამიანი სათანადოდ უნდა აცნობიერებდეს ამ სფეროს მნიშვნელობას და ზრუნავდეს ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე.
ამასთან, დღესვე ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს დაღუპული პოლკოვნიკის, ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალებიდან 23 წელი შესრულდა. ჩვენ მოვალენი ვართ, გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები