სამების საკათედრო ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს.
ჯვართამაღლება მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა.
ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები