„Holiday inn“-ში ვერცხლისწყლის მართვის სფეროში 2016 წელს ჩატარებული შეფასების შედეგებზე იმსჯელეს

სასტუმრო „Holiday inn“-ში საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და სახიფათო ნარჩენების მართვის, მათ შორის ვერცხლისწყლის მართვის სფეროში 2016 წელს ჩატარებული შეფასების შედეგებზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, შომბი შარპმა მიმართეს. შეფასებაში საქართველოს კანონმდებლობაში და მონაცემთა შეგროვების სისტემაში საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და სახიფათო ნარჩენების მართვის თვალსაზრისით არსებული ხარვეზებია ასახული, ასევე გაანალიზებულია უწყებრივი შესაძლებლობები და მოცემულია რეკომენდაციები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. შეფასების შედეგების წარდგენის შემდგომ საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და სახიფათო ნარჩენების საქმეში ჩართულ უწყებებსა და ორგანიზაციებთან კონსულტაციები გაიმართა, ასევე კონკრეტული ინიციატივები განიხილეს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს, შეასრულოს მინამატას კონვენცია – საერთაშორისო შეთანხმება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ვერცხლისწყლისა და მისი შენაერთების დამაზიანებელი ზემოქმედების შემცირების შესახებ. პროექტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ახორციელებს. საკონსულტაციო შეხვედრას მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები